შეკიდული ჭერი გრილიატო
გრილიატო – გისოსისებრი შეკიდული ჭერი
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
რა არის გრილატოს შეჩერებული ჭერი?
გრილატო არის შეჩერებული ჭერი, რომელსაც აქვს lattice სტრუქტურა. ასეთი ჭერი გამჭვირვალეა, თუმცა სრულყოფილად ხურავს კომუნიკაციებს, რომლებიც ჭერის მიღმა ხედიდან ჩანს. ასეთი ჭერები უფრო და უფრო ხშირად შეგხვდებათ, მაღაზიებში, სავაჭრო ცენტრებში, ოფისებში და სხვა კომერციულ დაწესებულებებში.
გრილიატოს შეკიდული ჭერების პოპულარობა გამოწვეულია სხვადსხვა ობიექტური მიზეზებით:
1. მონტაჟისა და მომსახურების სიმარტივე. განსაკუთრებით აქტუალურია დიდი შენობებისათვის.
2. მაღალი საექსპლუატაციო მაჩვენებლები – ნეგატიური ზემოქმედებების მიმართ მისი გამძლეობიდან გამომდინარე გამოყენება შესაძლებელია ქუჩებშიც.
3. სახანძრო უსაფრთხოება კლასით А1 – ცეცხლგამძლე.
4. გისოსისებრი კონსტრუქცია ერთის მხრივ ფარავში ჭერის შიდა ნაწილს და მეორეს მხრივ თავისუფალს ტოვებს საინჟინრო კომუნიკაციებზე ხელმისაწვდომობას. ამასთან ასეთი კონსტრუქცია ხელს არ უშლის სახანძრო უსაფრთხოებას ხანძრის შემთხვევაში კვამლის გამოსადევნად.
5. გრილიატოს ჭერი ინტერიერში მონოლითურად გამოიყურება. მისი მსუბუქი წონის გამო კი მისი ჩამოვარდნის საშიშროება არ არსებობს.
6. გრილიატო იძლევა ფართო არეალს დიაზაინერული გადაწყვეტილებებისათვის. გისოსების ზომების სხვადსხვაობა და 500ზე მეტი ფერი RAL-ის შკალაზე საშუალებას იძლევა შეიქმნას მრავალი არასტანდარტული გადაწყვეტა ნებისმიერ შენობაში.
![]() |
![]() |
![]() |
«КРАФТ Декенсистем» აწარმოებს გრილიატოს ჭერების შემდეგ მოდელებს: კლასიკური გრილიატო, პირამიდული გრილიატო და ასევე კასეტური ტიპის გრილიატო GLK.
|
კლასიკური გრილიატო
კლასიკური გრილიატო შედგება U-ტიპის მიმმართველებისაგან სიგანით 9 მმ და სიმაღლით 33, 40 და 45 მმ. ჭერის სივრცის დაფარვა (დამოკიდებულია გრილიატოს უჯრედის ზომაზე) – 39%-დან. კონსტრუქციის ფერი – ნებისმიერი ფერი RAL-ის შკალაზე, ან სხვადასხვა ფაქტურის ხის, მეტალის ან ქვის იმიტაცია. მოდულის სტანდარტული ზომები (მმ): 50х50, 60х60, 75х75, 86х86, 100х100, 150х150, 200х200.
კლასიკური გრილიატოს მონტაჟის ინსტრუქცია >>>
KRAFT პროფილების ფასის კალკულაცია და შეკვეთა შეგიძლიათ ჩვენი მენეჯერებისაგან >>>
პირამიდული გრილიატო
მიმმართველებს პირამიდულ გრილიატოში აქვს პირამიდის ფორმა. ქვედა კრომკის სიგანე – 9 მმ, სიმაღლე 44 мм. პირამიდული ფორმის დახმარებით ჭერის სივრცე შეიძლება დაიფაროს (დამოკიდებულია უჯრედის ზომაზე) – 55%-დან. კონსტრუქციის ფერი – ნებისმიერი ფერი RAL-ის შკალაზე, ან სხვადასხვა ფაქტურის ხის, მეტალის ან ქვის იმიტაცია. მოდულის სტანდარტული ზომები (მმ): 60х60, 75х75, 86х86, 100х100, 120х120, 150х150, 200х200, ან ინდივიდუალური შეკვეთით
პირამიდული გრილიატოს მონტაჟის ინსტრუქცია >>>
KRAFT პროფილების ფასის კალკულაცია და შეკვეთა შეგიძლიათ ჩვენი მენეჯერებისაგან >>>
შეკიდული კასეტური ჭერი გრილიატო GLK
გრილიატო GLK – ეს არის კასეტური ტიპის შეკიდული ჭერი. ასეთი ჭერები მონტაჟდება Т-პროფილის უჯრედებში, უბრალოდ ფილების ნაცვლად დგება გრილიატოს კასეტები. ჩვეულებრივ გრილიატოსთან შედარებით ამ ტიპის გრილიატოს უპირატესობებიდან შეიძლება გამოიყოს შემდეგი: მონტაჟის სიმარტივე, კონსტრუქციის მეტი სიმტკიცე და კომუნიკაციებთან მეტი წვდომა.
გრილიატო GLK 15/10
მახასიათებლები GLK 15/10: 15მმ – Т-პროფილის სიგანე, 10მმ – გრილიატოს მიმმართველების სიგანე. ვიზუალურად კლასიკური გრილიატო და GLK 15/10 თითქმის არ განსხვავდება. მზიდ კარკასად გამოიყენება სტანდარტული 600х600 მმ უჯრედის მოდულური პროფილი Fortis Т-15. თვითეული კასეტა მარტივად იხსნება კარკასის გეომეტრიის დარღვევის გარეშე. კონსტრუქციის ფერი – ნებისმიერი ფერი RAL-ის შკალაზე, ან სხვადასხვა ფაქტურის ხის, მეტალის ან ქვის იმიტაცია. მოდულის სტანდარტული ზომები (მმ): 50х50, 60х60, 75х75, 86х86, 100х100, 150х150, 200х200,ან ინდივიდუალური შეკვეთით.
პროფილის მონტაჟის ინსტრუქცია >>>
KRAFT პროფილების ფასის კალკულაცია და შეკვეთა შეგიძლიათ ჩვენი მენეჯერებისაგან >>>
გრილიატო GLK 15/15
მახასიათებლები GLK 15/15: 15მმ – Т-პროფილის სიგანე, 15მმ – გრილიატოს მიმმართველების სიგანე. პროფილის და მიმმართველის სიგანე ემთხვევა, ამიტომ GLK 15/15 ამიტომ ვიზუალურად პრაკტიკულად არ განსხვავდება კლასიკური გრილიატოსაგან. მზიდ კარკასად გამოიყენება სტანდარტული 600х600 მმ უჯრედის მოდულური პროფილი Fortis Т-15. თვითეული კასეტა მარტივად იხსნება კარკასის გეომეტრიის დარღვევის გარეშე. კონსტრუქციის ფერი – ნებისმიერი ფერი RAL-ის შკალაზე, ან სხვადასხვა ფაქტურის ხის, მეტალის ან ქვის იმიტაცია. მოდულის სტანდარტული ზომები (მმ): 50х50, 60х60, 75х75, 86х86, 100х100, 150х150, 200х200,ან ინდივიდუალური შეკვეთით.
მონტაჟის სქემა და გრილიატო GLK 15/15-ს კომპლექტაცია >>>
KRAFT პროფილების ფასის კალკულაცია და შეკვეთა შეგიძლიათ ჩვენი მენეჯერებისაგან >>>
გრილიატო ჟალუზი
ჟალუზის ეფექტი მიიღება სწორკუთხოვანი უჯრედით, ნაცვლად სტანდარტული კვადრატებისა. გრილიატო ჟალუზის შექმნა შეგიძლიათ KRAFT-ის ნებისმიერი ტიპის გრილიატოსაგან – კლასკური, პირამიდული, GLK.. მაგრამ უფრო მაღალი ეფექტი მიიღწევა GLK-ის (მოდულური სისტემა) გამოყენების შემთხვევაში, რამდენადაც Т-პროფილი იძლევა მეტ სიმტკიცეს. გარდა ორიგინალური ვიზუალისა, ეკონომია ჩვეულებრივ გრილიატოსთან შედარებით შეადგენს 16%-ს. კონსტრუქციის ფერი – ნებისმიერი ფერი RAL-ის შკალაზე, ან სხვადასხვა ფაქტურის ხის, მეტალის ან ქვის იმიტაცია. მოდულის სტანდარტული ზომები (მმ): 600х600
KRAFT პროფილების ფასის კალკულაცია და შეკვეთა შეგიძლიათ ჩვენი მენეჯერებისაგან >>>
გრილიატოს ჭერის გამჭვირვალობა და ეფექტური ხედვის კუთხე
ხედვის ეფექტური კუთხე საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ სწორი ტიპის გრილიატო და უჯრედის ზომა თქვენი ოთახისთვის.
სხვადასხვა ტიპის გრილიატოს გამჭვირვალობა, უჯრედის ზომის მიხედვით, გავლენას ახდენს ვენტილაციის, კონდიცირების, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების და ა.შ.
გრილიატოს დამონტაჟების ტექნოლოგიური რუქა
Технологическая карта монтажа классического грильято
Технологическая карта монтажа пирамидального грильято
Технологическая карта монтажа кассетного грильято GLK 15/15
გვერდზე მოცემული გამოსახულებები შესაძლოა უმნიშვნელოდ განსხვავებული იყოს რალურისაგან. ისინი არის მსგავსი, მაგრამ არა იდენტური. გთხოვთ გადაწყვეტილება მიიღეთ მხოლოდ ნიმუშის გაცნობის შემდეგ. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას განვაახლოთ ტექნიკური მახასიათებლები, ამიტომ შეკვეთამდე ყველა დეტალი უმჯობესია შეათანხმოთ მენეჯერთან.