KRAFT LED-ის უპირატესობა LED-პანელებთან
ძირითადი განსხვავებები KRAFT LED-სა და იაფ LED-პანელებს შორის
გარეგნულად ყველა LED-სანათი ერთნაირად გამოიყურება, მაგრამ მათ შორის განსხვავებამ ფასში შესაძლოა რამდენიმე ათეულ ევროსაც მიაღწიოს. გარეგნულად შეუძლებელია შეაფასო სანათების საექსპლუატაციო ვადა და მახასიათებლები. მოდით გავერკვეთ როგორ განვასხვავოთ ასეთი სანათები და გავიგოთ რაში აკეთებენ ეკონომიას მწარმოებლები.
KRAFT Led სანათი | ბიუჯეტური LED-პანელი |
1. LED-კრისტალების ხარისხი | |
1. ბოლო თაობის LED-კრისტალები. 2. ცნობილი მწარმოებლები. 3. შესაბამისობის სერტიფიკატები. |
1. მოძველებული თაობის LED-კრისტალები (როგორც ცნობილი მწარმოებლები, ისევე NONAME). 2. შესაბამისობის სერტიფიკატების არ არსებობა. |
LED-კრისტალების წამყვანი მწარმოებლები წეილწადში ერთხელ ან უფრო ხშირად უშვებენ ახალი თაობის კრისტალებს, რომლებიც წინა თაობაზე 10-15% პროცენტით უფრო ეფექტურია ხოლმე. ახლის გამოშვების შემდგომ ძველი თაობები ძველდება და იაფდება. ამით სარგებლობენ ბიუჯეტური სანათების მწარმოებლები და აყენებენ უფრო იაფ დაბალეფექტურ კრისტალებს. სხვაობა ეფექტურობაში 3-4 თაობას შორის 40%-ს აღწევს. გარეგნულად LED-კრისტალების თაობების ცნობა შეუძლებელია. | |
2. სითბოს განდევნის ეფექტურობა დიოდების მუშაობის პროცესში | |
სითბოს განდევნის ეფექტურობა. LED-კრისტალები მუშაობენ ნორმალურ ტემპერატურილ რეჟიმში. | არაეფექტური სითბოს განდევნა. LED-კრისტალები მუშაობენ მაღალ ტემპერატურულ რეჟიმში. |
А |
В |
მარცხენა მაგალითის მიხედვით (А) შუქდიოდები განთავსებულია LED-პანელის ოთხ მხარეს, მარჯვენა მაგალითის მიხედვით (В) – კი ორ მხარეს. ოთხ მხარეს შესაძლებელია უფრო მეტის დიოდების განთავსება (მაგალითში 240 ც.). В პანელში (შუქგამოცემის მაჩვენებლები, რომ არ დაეცეს А პანელში) აუცილებელია განთავსდეს შუქდიოდების მაქსიმალური რაოდენობა ერთ სიგრძეზე (მაგალითში 180 ც). გამოდის, რომ სანათის ერთ მხარეს А თავსდება 60 კრისტალი, ხოლო В სანათში — 90 კრისტალი. KRAFT LED-ის სანათებში პროფილით 600 მმ არის 84 შუქდიოდი. ეს რიცხვი არის გაანგარიშებული მაქსიმალური შუქგამოცემისათვის, ხოლო პროფილის სიგრძე გათვლილია იმისათვის, რომ ეფექტურად განაწილდეს სითბო და კრისტალებმა იმუშაონ კომფორტულ ტემპერატურაზე. |
|
3. დიფუზორის მასალა | |
დიფუზორი დამზადებული შუქტენიკური აკრილისაგან. |
პოლიკარბონატის დიფუზორი. |
დიფუზორი შესაძლებელია დამზადებული იყოს შუქტენიკური აკრილისაგან ან პოლიკარბონატისგან. შუქტექნიკური აკრილის მახასიათებლები: ზედაპირის მაღალი სიმტკიცე, მაღალი შუქგამტარობა,კარგი ოპტიკური ეფექტი. მათ აქვთ ხანგრძლივი სამუშაო რესურსი, უძლებს ულტრაიისფერ სხივებსა და განიავებას. KRAFT LED-ის სანათებში გამოყენებულია Samsung-ის სამსუნგის შუქტექნიკური აკრილი. |
|
4. დრაივერი | |
1. აქვს ტრანსფორმატორი. 2. აქვს შემსვლელი და გამსვლელი ძაბვის ფილტრები. 3. არ გააჩნია სტრობოსკოპული ეფექტი. 4. უსაფრთხოა. |
1. არ გააჩნია ტრანსფორმატორი. 2. არ გააჩნია ფილტრები. 3. ციმციმის დანაკარგი მიღწეულია პულსაციის გახშირებით. აქვს შესამჩნევი სტრობოსკოპული ეფექტი. 4. მუშაობის დროს დენი შესაძლოა გადაიტანოს ჭერზე. |
KRAFT LED-ის დრაივერი |
დრაივერი სქემა ტრანსფორმატორისა და ფილტრის გარეშე |
დრაივერის ღირებულება შეადგენს მნიშვნელოვან ნაწილს მთლიანი სანათის ღირებულებისა. მაღალხარისხიან სანათებში გამოყენებულია დრაივერები, რომლებსაც გააჩნიათ ტრანსფორმატორები და შემავალი-გამავალი ძაბვის ფილტრები, რაც უზრუნველყოფს მუდმივ დენს. იაფფასიან დრაივერებში გამოიყენება მარტივი სქემა რეზისტორებით. სანათებში, რომლებსაც აქვთ იაფფასიანი დრაივერები ადვილად შეამჩნევთ სტრობოსკოპულ ეფექტს. შეუიარაღებელი თვალით შესაძლოა ეს ვერ შეამჩნიოთ, მაგრამ მარტივად შეგიძლიათ შენიშნოთ ციმციმი ტელეფონის ან ვიდეოკამერის გამოყენებისას. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ასეთი შუქის ქვეშ მყოფ ადამიანებს შენობაში უწყლიანდებათ თვალები, ეწყებათ თავის ტკივილი და უვითარდებათ სხვადსხვა რეაქციები. ძვრიადღირებულიან დრაივერიან სანათებში ასეთი ეფექტი არ არსებობს და სწორედ ამის გამო ითვლება ისინი უსაფრთხოდ. |
|
რასტრული სანათის სტრობოსკოპული ეფექტი |
KRAFT LED-ის სანათები ინტერიერში >>>
KRAFT LED-ის სანათების გაანგარიშება და დაერთების სქემა >>>
KRAFT LED-ის დიოდური პროფილის მონტაჟი >>>
KRAFT LED სანათების ფასის კალკულაცია და შეკვეთა შეგიძლიათ ჩვენი მენეჯერებისაგან >>>
გვერდზე მოცემული გამოსახულებები შესაძლოა უმნიშვნელოდ განსხვავებული იყოს რალურისაგან. ისინი არის მსგავსი, მაგრამ არა იდენტური. გთხოვთ გადაწყვეტილება მიიღეთ მხოლოდ ნიმუშის გაცნობის შემდეგ. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას განვაახლოთ ტექნიკური მახასიათებლები, ამიტომ შეკვეთამდე ყველა დეტალი უმჯობესია შეათანხმოთ მენეჯერთან.