პროდუქცია

KRAFT-ის წარმოებული შეკიდული ჭერები და ახალი პროდუქტები

როგორ ავარჩიოთ შეკიდული ჭერის ტიპი სწორად? რჩევები და რეკომენდაციები (RU)
 ახალი მოდელები
 Т-პროფილი შეკიდული ჭერისათვის
 შეკიდული ჭერი გრილიატო
 რეიკული შეკიდული ჭერები
 KRAFT LED-ის განათების სისტემა
 შეკიდული ჭერის დიზაინერული გადაწყვეტილებები
 ფერადი გადაწყვეტები
 როგორ შევუკვეთოთ?
 რა არის შეკიდული ჭერი?

შეკიდული ჭერი ეს არის კონსტრუქცია, რომელიც მაგრდება საბაზო ჭერზე სპეციალური საკიდებით. შეკიდული ჭერები გამოიყენება, როგორც დეკორაცია (მაგალითად კომუნიკაციების, ვენტილაციის მილებისა და სადენების დასამალად), ასევე შენობის ხმისა და თბოიზოლაციისთვის. ამას გარდა შეკიდულ ჭერებზე, ძალიან მოსახერხებელია სანათების მონტაჟი.

რა ტიპის შეკიდულ ჭერებს გვთავაზობს ბაზარი?

შეკიდული ჭერების რამდენიმე ტიპის გამოყოფა შეიძლება:
- შეკიდული ჭერები მზიდი Т-პროფილებით (კასეტური ჭერი). ამ ტიპის ჭერებისათვის ჯერ იწრობა კარკასი Т-პროფილებისაგან. შემდეგ ამ კონსტრუქციაზე ეწყობა აკუსტიკური და მინაბოჭკოვანი ფილები ან კასეტური გრილიატო GLK.
- რეიკული ჭერი. ამ ტიპის ჭერი შედგება სხვადსხვა სიმაღლისა და სიგანის რეიკებისაგან. ჯერ ძირითად ჭერზე მაგრდება მზიდი ტრავერსები, რომლებზეც მაგრდება თანმიმდევრობით რეიკები.
- გრილიატოს ჭერი (უჯრედული, გისოსიებრი ჭერი). ასეთი ჭერები როგორც წესი შედგება ცალკე U-ტიპის მიმმართველებისაგან. მიმმართველები ებმება ერთმანეთს თანმიმდევრობით სპეციალური ჩამკეტებით და ჯამში იქმნები გისოსისებრი ვიზუალის კონსტრუქცია. ამ სახის ჭერის ერთერთი ნაირსახეობაა პირამიდული გრილიატო, რომლის ერთადერთი მწარმოებელი არის კომპანია KRAFT.

როგორი შეკიდული ჭერი ავირჩიოთ?

შეკიდული ჭერის ტიპის შერჩევა დამოკიდულია შენობის ტიპზე და ბიუჯეტზე.

მეტნაკლებად ბიუჯეტურ და სტანდარტულ გადაწყვეტად ითვლება შეკიდული ჭერი Т-პროფილზე მინერალური აკუსტიკური ფილებით. ამ ტიპის ჭერი ფარავს ძირითადი ჭერის დეფექტებს და საშუალებას იძლევა დავმალოთ კომუნიკაციები. Т-პროფილის ჭერები იდეალურია ოფისებისათვის, საკონფერენციო დარბაზების, ფოლების, კარიდორების, საავადმყოფოების, საგანმანათლებლო დაწესებულებებისად და სახელმწიფო ნაგებობებისათვის.

გრილიატოს ჭერები უფრო ხშირად გამოიყენება სავაჭრო ცენტრებში, მაღაზიებში და ობიექტებზე სადაც ჭერის სიმაღლე საშუალოზე მაღალია. გრილიატოს აქვს სოლიდური ვიზუალი და მარტივად ფარავს კომუნიკაციებს და საჭიროების მიხედვით გამოირჩევა დაბალი ბიჯეტურობითაც. გრილიატოს გამოყენება ასევე შესაძლებელია დიზაინერულ ჭერებზე.

რეიკული ტიპის ჭერები დიდ შესაძლებლობას იძლევა დიზაინერებისათვის. ვარიაციების ოდენობა მხოლოდ დიზაინერის ფანტაზიაზეა დამოკიდებული. აქ შესაძლებელია 2 ტიპის და ზომის რეიკების გამოყენება, რომლებსაც ინდივიდუალური სამაგრები აქვს. გადაათვაიერეეთ დიზაინერული გადაწყვეტილებები ჩვენს გალერეაში. კუბისებრი რეიკები შესალებელია გამოყენებულ იქნეს ნებისმიერ შენობაში დანიშნულების მიუხედავად, სივრცულ ჭერებზე, კუნძულებზე, კედლებზე, ტიხრებზე, შესაძლებელია ასევე მრავალდონიანი ჭერის აწყობა და სხვა მრავალი. რეიკული ჭერის ბიუჯეტი ზოგადად საშუალოზე მაღალია.