KRAFT LED-ს გაანგარიშება და დაერთება
განათების სისტემის მონტაჟის რეკომენდაციები
Технологическая карта монтажа системы освещения KRAFT Led (RU)
ჩვენ ვაწარმოებს 3 ტიპის KRAFT LED-ის სანათებს – T-LED, G-LED и K-Led.
T-LED გამოიყენება სტანდარტულ შეკიდულ ჭერებზე პროფილებისთვის Т-15 ან Т-24. G-LED გამოიყენება გრილიატოებისათვის, რეიკული ჭერებისა და სხვა ტიპის შეკიდული ჭერებისათვის. K-LED – ეს არის უნივერსალური სანათი, რომელიც გამოიყენება ნებისმიერ ჭერზე (არა მხოლოდ შეკიდულზე).
1. G-LED განით 24 მმ რეიკაზე. 2. G-LED განით 15 მმ გრილიატოზე. 3. T-LED პროფილზე Т-24. 4. T-LED პროფილზე Т-15.
KRAFT-ის საგამოფენო სტენდის მონტაჟი KRAFT LED-ის სანათი სისტემებით |
სანათურის ინტერაქტიული 3D მოდელი KRAFT Led T-24 |
სანათურის ინტერაქტიული 3D მოდელი KRAFT Led T-15 |
სანათურის ინტერაქტიული 3D მოდელი KRAFT K-Led |
1. განათების გაანგარიშება
პროგრამა "დიალუქს"-ში განვსაზღვრავთ ოპტიმალური განათების ოდენობას და განლაგებას.
თუ გაქვთ საშუალება გააკეთოთ განათების გაანგარიშება პროგრამაში, მაშინ საორიენტაციოდ დაგჭირდებათ შემდეგი ინფორმაცია: ერთი კომპლექტი KRAFT LED სანათი გათვალისწინებული 10-12 კვ.მ.-ს გასანათებლად შენობაში 3,5მ სიმაღლის ჭერით 20 კვ.მ. სივრცეში და 12-14 კვ.მ.-ს 20 კვ.მ.-ზე დიდი სივრცის შენობაში. ამის მიხედვით თანაბრად გაანაწილეთ განათება მთელს შენობაში.
2. განათების სქემა
პროგრამაში "დიალუქსი" ან შენობის ნახაზში ვნიშნავთ სანათების განთავსების ადგილებს. ეს სქემა უნდა იყოს გამოყენებული მონტაჟის დროს.
3. KRAFT LED-ის დიოდური სანათების მონტაჟი
3.1. T-LED-ის მონტაჟი
შუქდიოდური პროფილი T-LED მონტაჟდება საჭირო ადგილზე სტანდარტული Т-პროფილის ნაცვლად, ან 600 ან 1200 მმ-იანი.
სადენები გამოყვანილია თავისუფალი დაერთების ადგილზე. რჩება მხოლოდ დრაივერების კვებასთან დაერთება.
3.2. G-LED-ის მონტაჟი
G-LED საათების მონტაჟისათვის ჯერ უნდა მოვნიშნოთ ადგილები კონსტრუქციაზე.საჭიროების შემთხვევაში უნდა გაიხვრიტოს გამომსვლელები სადენებისათვის. კარგად გაასუფთავეთ ზედაპირი, რომელზეც მაგრდება პროფილი. შემდეგ ააძვრეთ წითელი დამცავიზედაპირი სანათის უკანა მხარეს, გამოიყვანეთ სადენები საჭირო ადგილზე და მიაწებეთ სანათი გრილიატოს ან რეიკის მონიშნულ წერიტელბზე.
3.3. K-LED-ის მონტაჟი
K-Led-ის დრაივერი დამალულია შეუმჩნევლად რეიკის შიგნით. სამაგრების ახალი ტიპის მეშვეობით უკვე შესაძლებელია სანათი დამაგრდეს როგორც ჭერზე, ასევე ნებისმიერ საკიდზე, ისევე, როგორც საკუთარ სადენებზე.
4. დრაივერის დაერთება
სანათების დამაგრების შემდეგ ვაერთებთ მათ დენის კვებაზე სქემის მიხედვით. დრაივერები შესაძლებელია განთავსდეს არაუმეტეს 5 მ-ზე სანათიდან. K-Led ტიპის სანათებზე დრაივერები უკვე დაერთებულია.
ჩამოტვირთეთ ტექ.პასპორტი და KRAFT T-LED 29W (UA) სანათი საექსპლუატაციო ინსტრუქცია PDF ფორმატში >>>
გვერდზე მოცემული გამოსახულებები შესაძლოა უმნიშვნელოდ განსხვავებული იყოს რალურისაგან. ისინი არის მსგავსი, მაგრამ არა იდენტური. გთხოვთ გადაწყვეტილება მიიღეთ მხოლოდ ნიმუშის გაცნობის შემდეგ. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას განვაახლოთ ტექნიკური მახასიათებლები, ამიტომ შეკვეთამდე ყველა დეტალი უმჯობესია შეათანხმოთ მენეჯერთან.