ტრენდული ბარი დიზაინერული რეიკული ჭერით (+6 ფოტო)

by KRAFT – подвесные потолки

ბოლო დროს, თითქმის ყოველთვის "ბარბერბარებში" იყენებენ "ლოფტის" ელემენტებს.

ამ ტენდენციის ახსნა შეიძლება იმით, რომ როგორც ჩანს ლოფტის სტილი უფრო მამაკაცურ სტილად აღიქმება.

ამ შემთხვევაში დიზაინერმა გამოიყენა ლოფტის სტილის რამდენიმე ელემენტი - შეთეთრებული აგურის კედელი, ბეტონის შლაკბლოკების ბარიერი, სარკე უცნაური ფორმებით, ზომებით და საინეტერესო გადაწყვეტებით. კარების და ფანჯრების ჭრილის ფორმები გადათამაშებულია რეიკულ შეკიდულ ჭერში. კუბისებრი რეიკების შეკიდული ჭერი იმეორებს არკების ფორმას და ინტერიერს აძლევს უფრო თვითმყოფად და ინდივიდუალურ ვიზუალს.

ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა საჭირო გახდა ინდივიდუალური საკიდების დამზადება - სტანდარტული ტრავერსები ამ შემთხვევისთვის არ გამოდგებოდა. ძირითადი განათებისათვის გამოყენებულია KRAFT G-Led სანათები, რომლებიც განთავსებულია ქვედა რეიკის მთელ სიგრძეზე. ისინი საჭირო ნათებასათან ერთად უფრო მკვეთრად გამოხატავენ ჭერის კონტურებს.

დააკლიკეთ სურათებზე სრული ზომის სანახავად