წარმოება

საკუთარი წარმოება - იძლევა ხარისხის გარანტიას

«Крафт Декенсистем Украина» – არის წარმოების სრული ციკლი, რაც ნიშნავს რომ ვაკონტროლებთ პროდუქციის ხარისხის ყველა ეტაპზე, ნედლეულის მიღებიდან საბოლოო პროდუქტის გამოშვებამდე.

ნედლეული

ნედლეულის შესყიდვას ვახორციელებთ ისეთი კომპანიებისაგან, როგორიცაა «Арселор Миттал» და U. S. Steel. ჩვენს საწყობში ყოველთვის ინახება მინიმუმ 1 თვის საკმარისი მეტალის მარაგი. ამ პრინციპით ჩვენ ვიცავთ ჩვენს მომხმარებლებს ნედლეულის მოწოდების წყვეტებისაგან. 

შენობა და მოწყობილობები

საწარმოო სივრცე აღემატება 2000 კვ. მ-ს, სადავ განთავსებული 40 დანადგარი და საწარმოო ხაზი. ვიყენებთ მხოლოდ ევროპული კლასის ტექნიკას. ყველა მოწყობილობა მოდიფიცირებულია ჩვენი საწარმოო მოთხოვნების შესაბამისად.

საწარმოო სიმძლავრეები

ჩვენი საწარმოო სიმძალვრეები საშუალებას გვაძლევს გადავამუშაოთ  150 ტონა მეტალი თვეში. საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია გავზარდოთ წარმადობა სამუშაო გრაფიკის გაზრდით. ჩვენი საწარმო მზადაა 24 საათიან რეჟიმში სამუშაოდ.

წარმოების სრული ციკლი

მეტალის შესყიდვა დაწრა საჭირო ზომებად საწარმოო ხაზების რეგულირება პროდუქციის წარმოება
       
წარმოებული პროდუქციის ხარისხის კონტროლი შეფუთვა დასაწყობება მიწოდება

პერსონალი

ჩვენ გამუდმებით ვახორციელებთ პერსონალის გადასწავლებას, რაც მაღალი ხარისხის პროდუქციის გარანტიაა. ვზრუნავთ პერსონალის უსაფრთხოებაზე და ყველა მათგანი უზრუნველყოფილია სპეც-ტანსაცმლითა და ყველა საჭირო უსაფრთხოების ეკიპირებით.

კონსტრუირების განყოფილება

ჩვენი კონტრუქტორთა განყოფილება გამუდმებით მუშაობს ახალი მოდიფიკაციების შექმნაზე. მხოლოდ 3 წელიწადში შესრულებული გვაქვს 30-ზე მეტი მოდიფიცირების შეკვეთა.
ნებისმიერი არასტანდარტული შეკვეთის შემთხვევაში პროდუქციის მოდიფიცირება ხდება ქარხნული წესით და შესაბამისი ინჟინერული გათვლებით.

საწყობი

სასაწყობე ფართის შენობა განთავსებულია 1000 კვ.მ-ზე და აღჭურვილია თანამედროვე ერგონომიული და უსაფრთხოების სისტემებით. საწყობის თანამშრომელთა რაციონალური მუშაობის შედეგად პროდუქციის დატვირთვა დასაწყობებას ვახორციელებთ რეკორდულად მოკლე დროში.

"კრაფტ დეკენსისტემ უკრაინა"-სთან ერთად თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ თქვენი შეკვეთა შესრულდება დროულად და ხარისხიანად. ჩვენ ვუფრთხილდებით საიმედო მწარმოებლის რეპუტაციას

შეკიდული ჭერის ფასის კალკულაცია და შეკვეთა შეგიძლიათ ჩვენი მენეჯერებისაგან >>>